Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 1/2 ლ ნელთბილი რძე
  • 1 ბრიკეტი საფუარი
  • 1 ჩ.კ შაქარი
  • 1 ს.კ მარილი
  • 1 კგ ფქვილი
  •  6ს.კ გამდნარი კარაქი
  • კარაქი ფორმისათვის

მომზადება:

  1. საფუარი და შაქარი გახსენით რძეში. შეურიეთ ერთმანეთს მარილი და გაცრილი ფქვილი, დაასხით საფუვიანი  რძე, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და დაუმატეთ კარაქი.
  2. ზილეთ 10 წთ. დააფარეთ და დადგით ასაფუებლად 30 წთ. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. ცომი გადახილეთ, ჩადეთ ფორმაში, დააფარეთ და კვლავ დადგით 30 წთ.
  3. გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. პურის ზედაპირი დანით სიგრძეზე ჩაჭერით და გადაუსვით ნელთბილი წყალი. აცხვეთ 60-70 წთ.