Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 300გრ. ორაგული ან კალმახი
  • 250გრ. პომიდორი
  • 150გრ. კიტრი
  • სალათის ფოთოლი
  • 6 ს/კ. მცენარეული ზეთი
  • 4 ს/კ. ლიმონის წვენი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით.

<

/ul>
მომზადება:

სასურველ ფორმაში მოვათავსოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი სალათის ფოთოლი, პომიდორი, კიტრი, დავუმატოთ შემწვარი და წვრილად დაჭრილი ორაგული, მოვასხათ სოუსი და კარგად ავურიოთ.

 

სოუსის მომზადება:

ნიორი გავატაროთ, დავუმატოთ ზეთი, ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად მოვურიოთ.