Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  350 გრ მაკარონი
  • 1 ც ბადრიჯანი
  • 1 ც ტკბილი წიწაკა
  • 150 გ ბროკოლი
  • 1 ც სტაფილო
  • 0.5 ჩ.კ ხმელი შაშკვლავი
  • 100 გ ყველი
  • 0.5 ჭიქა წყალი
  • 3-4 ს.კ ზეთი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება:

ბადრიჯანი კუბებად დავჭრათ. წიწაკა შუაზე გავჭრათ და თხლად დავჭრათ, სტაფილო-წვრილად. ბროკოლი დავყოთ პატარა ყვავილებად.

ქვაბში ჩავყაროთ ბოსტნეული, დავასხათ წყალი და ზეთი, დავაყაროთ მარილი და მოვშუშოთ. დავუამტოთ შასკვლავი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

მაკარონი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და დავუმატოთ ბოსტნეულს. კერძს სუფრაზე გატანის წინ მოვაყაროთ გახეხილი ყველი.