Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  600 გ ბრიუსელის კომბოსტო
  • 4ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი,პილპილი
  • 1/4 ჭ წყალი

გარნირი:

  • 1 ჭ ბრინჯი ( სასურველია მრგვალი)
  • 1 ჭ წიწიბურა
  • 100 გ სამარხვო კარაქი ან სხვა ცხიმი,მარილი
  • 5 ჭ წყალი

მომზადება:

კომბოსტო გავრეცხოთ და შევაშროთ. ღრმა აფაში გავაცხელოთ ზეთი და ჩავყაროთ კომბოსტო. 12 წუთის განმავლობაში ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე, შემდეგ კი დავასხათ წყალი და დავახუროთ სახურავი.

როცა წყალი დაშრება და კომბოსტო დარბილდება 3-4 წუთის  განმავლობაში მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ. პარალელურად ქვაბში ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი,  წიწიბურა და ცხიმში რამდენიმე წუთი მოვხალოთ/

შემდეგ დავასხათ წყალი, დავაყაროთ მარილი და თავდახურული მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე. დაახლოებით 20 წუთში, როდესაც წყალი დაშრება და მარცვლებული მოიხარშება, გარნირი მზად იქნება. მივირთვათ კომბოსტოსთან ერთად.