შემადგენლობა:
- 1 ცალი ბადრიჯანი
- 8 ცალი ტკბილი ბულგარული წიწაკა
- 3 ს.კ ტომატ-პასტა
- 1 კონა ნიახური
- 3 კბილი ნიორი
- 2ს.კ შაქარი
- 3-4 ცალი სტაფილო
- 2 თავი ხახვი
- 100 მლ ზეთი
- მარილი,წიწაკა
- დაფქული ჯანჯაფილი
მომზადება:
წიწაკწბს ამოაცალეთ თესლი და შუა-შუა დაჭერით. ბადრიჯანი გაფცქვენით, დაჭერით პატარა კუბებად და ზეთში მოშუშეთ.როცა ბადრიჯანი დარბილდება, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ხახვი, ნიორი და განაგრძეთ შუშვა.
ტომატ-პასტა გახსენით 2.5 ჭიქა წყალში,შეურიეთ შაქარი, მარილი, წიწაკა და ჯანჯაფილი. თუ პასტა სქელია,წყალი კიდევ დაუმატეთ. მოშუშულ ბოსტნეულს დააყარეთ წიწაკა და 4-5 წუთში დაასხით გახსნილი ტომატ-პასტა ჯანჯაფილთან, წიწაკასა და მარილთან ერთად. როდესაც ლეჩოო წამოდუღდება. 2 წუთით გააჩერეთ ცეცხლზე და გადმოდგით.
დაწერე კომენტარი პირველმა