Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 250 გ ფქვილი, 150 გ კარაქი
  • 1 კვერცხი, მარილი
  • 400 გ ხაჭოსებრი ნაზი ყველი
  • 150 გ არაჟანი
  • 3 კვერცხი
  • 100-120 სხვადასხვა მწვანილი (რეჰანი, ოხრახუში,კამა)
  • ცოტაოდენი მწვანე ხახვი, პილპილი
  • 40 გ გახეხილი ყველი
  • ცხიმი ფორმისათვის

მომზადება:

  1.     ფქვილის დაკეპილი კარაქის, კვერცხისა და ¼ ჩ.კ მარილისგან სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. საჭიროებისამებრ დაუმატეთ 1ს.კ ცივი წყალი.
  2.     ფორმას წაუსვით ცხიმი. ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ ფორმაში და გაუკეთეთ 1-2 სმ სიმაღლის გვერდები. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.
  3.     შეურიეთ ერთმანეთს ხაჭოსებრი ყველი, არაჟანი და კვერცხი. გარეცხეთ მწვანილი, მოაშორეთ უხეში ღეროები და წვრილად დაჭერით. ხახვი დაჭერით რგოლებად.
  4.    მწვანილი და ხახვი შეურიეთ არაჟნიან მასას. დაუმატეთ მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი.
  5.     მიღებული მასა გაანაწილეთ ცომზე და აცხვეთ 50 წთ.