Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

უგემრიელესი დესერტის რეცეპტი ჩვენგან! 

შემადგენლობა:

  • მარწყვი 500 გრ
  • 3 კივი
  • 2 ბანანი
  • 2 ს.კ შაქარი
  • ლიმონის წვენი
  • 500 მლ ვანილისა და შოკოლადის ნაყინი

მომზადება:

მარწყვი გარეცხეთ, მოაცალეთ ყუნწები , დაჭერით შუაზე და მოაყარეთ შაქარი.გათალეთ კივი და ბანანი,

დაჭერით რგოლებად. ბანანს ზევიდან მოასხით ლიმონის წვენი. ხილი მოათავსეთ მინის თასში. ხილს

ზევიდან დააწყვეთ ნაყინის ბურთულები და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.