მოამზადეთ რულეტი მარტივად!
შემადგენლობა:
- 2 ც კვერცხი
- 2 ქილა შესქელებული რძე
- 40 გრ კონიაკი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩ.კ სოდა
მომზადება:
ინგრედიენტები მოათავსეთ ჯამში და კარგად ათქვიფეთ. თუნუქის ფირფიტაზე დააფინეთ კარაქწასმული პერგამენტის ქაღალდი, გადმოიღეთ ცომი და თანაბრად გაშალეთ ქაღალდზე, გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 5-7 წუთის განმავლობაში.
ცხელ რულეტს წაუსვით მოხარშული კრემი, ჯემი ან ჟელატინი, ცხელ-ცხელი გადაახვიეთ და თან ააცალეთ პერგამენტის ქაღალდი. ცივ რულეტს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
დაწერე კომენტარი პირველმა