Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 2 ც ბანანაი
  • 4 ს.კ რძე
  • 100 გრ იოგურტი
  • 50 გრ შაქარი
  • 350 გრ ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ მარილი
  • 2 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჭიქა ნიგოზი
  • 60 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ დარიჩინი

მინანქარი გლაზური : 

  • 30 გრ კარაქი
  • 30 მლ რძე
  • 60 გრ ყავისფერი შაქარი
  • 120 გრ შაქრის პუდრა
  • 1/4 ჩ/კ ვანილი

მომზადება:

 

ბანანი გავასუფთავოდ და ჩანგლით დავარბილოთ, შემდეგ დავამატოთ რძე, იოგურტი და კარგად ავურიოთ. ფქვილს შევურიოთ შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი, დარიჩინი, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარაქი, კარგად ავურიოთ და მომზადებულ მასაში  ჩავსხათ ბანანიან–იოგურტიანი მასა, კვლავ ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე შემდეგ დვამატოთ დაჭრილი ნიგოზი, მოვზილოთ ცომი და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 30 წუთით. აირღუმელი გავაცხელოთ 165* ტემპერატურაზე, მომზადებული ცომი მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაში, დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად და გამოვაცხოთ (25–30წთ). გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ, გაჭრილ ნაჭრებზე კვლავ გადავატაროთ დანა და შემდეგ მოვასხათ მომზადებული მინანქარი (გლაზური).

მინანქარის (გლაზურის)მომზადება:

კარაქს დავამატოთ რძე დავდგათ გაზქურაზე და გავადნოთ, შემდეგ დავამატოთ ყავისფერი შაქარი, ვანილი შაქრი, კარგად ავურიოთ და ვადუღოთ შესქელებამდე.