10 წუთი. 15 წუთი.
გთავაზობთ ხორცის სალათის ერთ-ერთ რეცეპტს!
შემადგენლობა:
- 500 გრ ბოლოკი
- 50 გრ მაიონეზი
- 1 კონა ოხრახუში
- შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
- 1 კგ საქონლის ხორცი
- 5-6 ც ხახვი
მომზადება:
ხორცს მოვხარშავთ და პატარა ნაჭრებად დავჭრით. ხახვს ალყა-ალყა დავჭრით და ხორცში ავურევთ. ბოლოკს გავხეხავთ და მასაც დავამატებთ. მწვანილსაც შიგ ჩავაჭრით. მარილითა და შავი პილპილით შევაზავებთ. ბოლოს კი ამ ყველაფერს მაიონეზში ავურევთ.
დაწერე კომენტარი პირველმა