Xatia Chichinadze

უგემრიელესი ტორტის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  • 2  ც კვერცხი
  • 3 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 350 გრ კარაქი
  •  2 ჩ.ჭ რძე
  •  2 ს.კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 კოლოფი შესქელებული რძე
  • 1 ჩ.კ სოდა
  •  1ს.კ ძმარი
  • მარილი,ვანილი,ყავა,კონიაკი-გემოვნებით

მომზადება:

2 კვერცხის და ორი ჩ.ჭ შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, შევაზილოთ 100 გრ დარბილებული კარაქი, 2 ს.კ კაკაო, 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, დავასხათ 2 ჩ.ჭ ცივი რძე, დავამატოთ სოდა-გახსნილი ძმარსი, ვანილი, ცოტა მარილი და კარგად გავთქვფიოთ. დავაყაროთ 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და დავასხაღ მომზადებული ცომის მასა. შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ.

მოვამზადოთ კრემი  შემდეგნაირად: 250 გრ კარაქი გავთქვფიოთ გათეთრებამდე და შევურიოთ ცოტ-ცოტა შესქელებული რძე. სიევ ვთქვიფოთ მიქსერით, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან , ჰაეროვან მასას.

გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ მაგარი  ყავის ნაყენისა და ცოტა კონიაკის ნარევით, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და მოვრთოთ ტორტის მოსართავად.