10 წუთი. 15 წუთი.
მოამზადეთ ხაჭო სტაფილოთი ჩვენი რეცეპტით!
შემადგენლობა:
- 2 ს.კ ხაჭო
- 2 ც სტაფილო
- 10 ც ქიშმიში
- 1 ც კვერცხი
- 3 ს.კ მანის ბურღული
მომზადება:
საშუალო ზომის სტაფილოები კარგად გავრეცხოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ სახეხზე. მოვათავსოთ ქვაბში,
დავასხათ ცოტა წყალი და ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. როცა სტაფილო მოიხარშება, გადავიტანოთ
ბლენდერში და დავუამტოთ 1 კვერცხის გული, ხაჭო და მანის ბურღული. მიღებული მასა მოვათავსოთ ჯამში.
ჩვენთვის სასურველ ფორმებს წავუსვათ კარაქი, გადავანაწილოთ ფორმებში მიღებული მასა და გაზქურაში
გამოვაცხოთ.
დაწერე კომენტარი პირველმა