უგემრიელესი ტორტის რეცეპტი!
მომზადება:
4 ც კვერცხი ათქვიფეთ ერთ ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დაუმატეთ 1 ქილა შედედებული რძე,
2 ქილა არაჟანი, 1 ჩ.კ სოდა ძმრით, 3 ჭუქა ფქვილი და აურიეთ კარგად.
ფორმას წაუსვით კარაქი და მოათავსეთ შიგ მომზადებული მასა. გამაოცხვეთ ღუმელში საშუალო
ცეცლზე. რომ გაცივდება, გაჭერით შუაზე ჰორიზონტალურად. დანამეთ კონიაკით, წაუსვით კრემი
თავსა და გვერდებზე. დადეთ ერთმანეთზე და სურვილისამებრ მოასხით შოკოლადის მინანაქარი.
კრემი:
2 ჭიქა ანადუღარ და გაციებულ რძეში გახსენით 1 ჭიქა პურის ფქვილი, ჩაასხით თანდათან 2 ჭიქა
მდუღარე რძეში, ხშირად ამოურიეთ, შუშეთ 20 წთ. დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ თან მოურიეთ.
ათქვიფეთ 300 გრ შერბილებული კარაქი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, შეურიეთ გაციებულ კრემს.
გააკეთეთ 3 ც კვერცხის გულის გოგლიმოგლი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, ცალკე ამოიყვანეთ
ცილა, ორთავე შეურიეთ კრემს. კრემი გაყავით ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დაუმატეთ 2 ს.კ კაკაო.
დაწერე კომენტარი პირველმა