Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

სამარხვო სალათის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  •  ნახევარი კგ წითელი ლობიო
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 ჭიქა თხილი
  •  სუნელები გემოვნებით
  • 1 ც ბროწეული

მომზადება:

ლობიოს  მოვხარშავთ, წყალს  გადავწურავთ და გავატარებთ. ასევე გავატარებთ ნიორს, ქინძსა და თხილს და მათგან ერთიან  მასას  გავაკეთებთ. ქვაბში ლობიოს  ჩავზილავთ და ამ მასასაც შევურევთ. კარგად ავურევთ ერთმანეთში და სუნელებსაც  დავამატებთ. მარილს  გემოვნების მიხედვით მოვაყრით. უკვე რომ მოიხარშება, ზემდოან ბროწეულის მარცვლებს დავალაგებთ და სუფრასთან ისე მივიტანთ.