Xatia Chichinadze

უგემრიელესი ქლიავის ნამცხვარი! 

 

შემადგენლობა:

  • 200 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 2 პაკეტი შAქრიანი ვანილი
  • მარილი
  • 4 კვერცხი
  • 200 გ ფქვილი
  • 1ს.კ  სახამებელი
  • 1/2 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
  • 1 კგ ქლიავი
  • დარიჩინი და შაქარი ნამცხვარზე მოსაყრელად
  • ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისათვის

მომზადება: 

  1. კარაქი,შაქარი, შAქრიანი ვანილი, 1 მწიკვი მარილი და კვერცხი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი, სახამებელი, ცომის საფხვიერებელი  და კარგად მოურიეთ.
  2. გარეცხეთ ქლიავი, გაჭერით შუაზე და გამოაცალეთ კურკა. ქლიავის ნახევრები კიდევ გაჭერით და ცომში ფრთხილად შეურიეთ. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდდე. დორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.
  3. ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 55-60 წთ. ცხობის დროს  დააფართ ალუმინის ფოლგა.
  4. ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს მოაყარეთ დარიჩინიანი შაქარი. ამ ნამცხვარს ძალიან უხდება ათქვეფილი ნაღები.