10 წუთი. 15 წუთი.
მოამზადეთ კალმარი ჩვენი რეცეპტით!
შემადგენლობა:
- 4 თავი ხახვი
- 1ს.კ ხორბლის ფქვილი
- 800-900 გ კალმარის ფილე
- 2 კვერცხი
- 3-4 ს.კ ხორბლის ფქვილი
- პილპილი
- ზეთი
- მარილი
მომზადება:
- ხახვი დაჭერით რგოლებად, ამოავლეთ გაცრილ ფქვილში, ჩაყარეთ მდუღარეზეთში და დაბრაწეთ შეყვითლებამდე.გადაიტანეთ საწურზე. მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და ფრთხილად აურიეთ.
- კალმარი მოხარშეთ, დაჭერით გრძლად, მოაყარეთ პილპილი, ამოავლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში , შემდეგ ფქვილში და შეწვით მდუღარე ზეთში. თან ურიეთ.
- კალმარი მოათავსეთ ლანგარზე,მოაყარეთ დაბრაწული ხახვი და მიირთვით შემწვარ კარტოფილთან ერთად.
დაწერე კომენტარი პირველმა