10 წუთი. 15 წუთი.
გთავაზობთ ძეხვის და სიმინდის უგემრიელეს სალათს!
შემადგენლობა:
- 150 გრ ძეხვი, 2 ხახვი
- 2-3 სტაფილო, 1 ქილა სიმინდი
- მაიონეზი, მარილი გემოვნებით
- ზეთი,მწვანილი
მომზადება:
ძეხვი მოგრძო ფორმით დავჭრათ, ხოლო სტაფილო-გავხეხოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად მოვშუშოთ ზეთში. სასალათეში ერთმანეთს ავურიოთ ყველა ინგრედიენტი, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ მაიონეზი, მოვრთოთ მწვანილით და მივიტანოთ სუფრასთან.
დაწერე კომენტარი პირველმა