Xatia Chichinadze

უგემრიელესი ქადის რეცეპტი ჩვენგან!

შემადგენლობა:

  • 500 გრ კარაქი ან მარგარინი
  • 0.5 ლ მაწონი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ს.კ სოდა
  • 2 ს,კ ძმარი
  • მარილი-გემოვნებით
  • პურის ფქვილი

მასალა ქადის გულისათვის:

  • 9 ს.კ ზეთი
  • 1 .5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 3 ჩ.ჭ ფქვილი
  • ვანილი, მარილი-გემოვნებით

მომზადება:

კარაქი ან მარგარინი დავკეპოთ დანით, დავაყაროთ პურის ფქვილი და გავაგრძელოთ დაკეპვა, დავამატოთ სოდა, გახსნილი ძმარში და თანდათან მივუმატოთ მაწონი ( მივიღებთ დაკეპილ ცომს). გავყოთ ოთხ ნაწილად, გავაბრტყელოთ სათითაოდ, დავაყაროთ ქადის გული, გადავკეცოთ, გადმოვკეცოთ და შევდგათ მაცივარში, ას მოვიქცეთ თითოეული ცომის დამუშავებისას. გავიმეოროთ 2-3 ჯერ. შემდეგ გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ ფორმებით, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული, დავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.

ქადის  გული მოვამზადოთ შემდეგნაირად: პურის ფქვილი მოვშუშოთ ტაფაზე, დავამატოთ ზეთი და გავაგრძელოთ შუშვა. დავამატოთ შაქრის ფხვნილი,ვანილი და გავყოთ ოთხ ნაწილად.