უგემრიელესი დესერტის რეცეპტი !
შემადგენლობა:
- 450 გ გაყინული ფენოვანი ცომი
- 6 ს.კ ქიშმიში
- 2-3 ს.კ რომის , ვაშლი წვენი ან წყალი
- 800 გ ვაშლი
- 1 ლიმონი
- 6 ს.კ შაქარი
- 1/2 ჩ.კ დარიჩინი
- 6 ს.კ დაჭრილი ნიგოზი
- 6 ს.კ არაჟანი
- 1-2 კვერცხის გული
- შაქრის პუდრა მოსაყრელად
- ცოტაოდენი ფქვილი
- პერგამენტი
მომზადება :
- ფენოვანი ცომი გააალღვეთ და ფქვილმოყრილ ჩაის ტილოზე ძალიან თხლად გააბრტყელეთ ისე, რომ მართკუთხედის ფორმა მიიღოს.
- ჩაალბეთ ქიშმიში რომში. ვაშლები გაჭერით ოთხად, გათალეთ, ამოაჭერით გული და დაჭერით თხელ ნაჭრებად.გახეხეთ ლიმონის კანი და გაწურეთ წვენი შეურიეთ ერთმანეთს ვაშლი, ლიმონის ცედრა, 3ს.კ. ლიმონის წვენი , შაქარი, დარიჩინი, ქიშმიში და ნიგოზი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.
- ცომს შუაში წასუვით არაჟანი, ხოლო კიდეებზეკვერცხის გული. არაჟანზე გაანაწილეთ ვაშლიანი მასა, ცომის კიდეები გადაკეცეთ და ცომი სიგრძეზე გადაახვიეთ.
- შტრუდელი მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე ისე, რომ ნაწიბური ქვემოთ აღმოჩნდეს. გადაუსვით კვერცხის გული, შედგით ღუმელში და აცხვეთ 1 სთ. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. მიირთვით ვანილის სოუსთან ერთად.
დაწერე კომენტარი პირველმა