Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

უგემრიელესი სალათის რეცეპტი ჩვენგან!

შემადგენლობა:

  • 10 ც მოხარშული კვერცხი
  • თითო ცალი მოზრდილი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა
  • 3 ც კომბოსტოს ფოთოლი
  • 1 ც მოზრდილი ვაშლი
  • 250 მლ მაიონეზი
  • 1 კონა კამა
  • მარილი და პილპილი

მომზადება:

მოხარშული კვერცხი შუა-შუა გავჭრათ. წიწაკა დავჭრათ კუბებად.

თხლად დავჭრათ კომბოსტო, კამა წვრილად ავკეპოთ. ვაშლი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

სალათის ინგრედიენტებს ავურიოთ მარილი, პილპილი და მაიონეზი, ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი

კვერცხები და მოვაყაროთ კამა.