10 წუთი. 15 წუთი.
სამარხვო სალათის რეცეპტი ჩვენგან!
შემადგენლობა:
- 1 თავი კომბოსტო
- 1 სტაფილო
- 5 ღერი მწვანე ხახვი
- თითო კონა ოხრახუში და კამა
- მარილი და პილპილი
- 1 ს.კ ლიმონის წვენი
- 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ გოგრის თესლი
- 1 ბროწეული
- 1 კბილი ნიორი
მომზადება:
კომბოსტო დავჭრათ მაქსიმალურად თხელ, მოგრძო ნაჭრებად. სტაფილო გავხეხოთ.
ბროწეული გავარჩიოთ. შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ დაჭრილი ნიორი, მწვანილი, გოგრის თესლი,
მარილი,პილპილი, ზეთი და ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და სალათა მზადაა.
დაწერე კომენტარი პირველმა