Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

ბროკოლი ძალიან სასარგებლოა, გთავაზობთ ერთ-ერთ რეცეპტს!

შემადგენლობა:

  • 1 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 300 გ ბრინჯი
  •  3 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი
  • 250 გ ბროკილი
  • 1 ყაბაყი
  • 1 ბადრიჯანი
  •  2 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
  •  მარილი
  •  პილპილი

მომზადება: დაჭერით ხახვი და მოშუშეთ  ზეთში. დაუმატეთ ბრინჯი, დაასხით ბულიონი და მოხარშეთ.ბროკოლის ყვავილები დააცალკევეთ და ხარშეთ მარილწყალში 8 წთ. გადაუწურეთ წყალი. ყაბაყი და ნბადრიჯანი დაჭერით კუბებად. ბადრიჯანი 10 წთ_ით მოათავსეთ მარილწყალში და შემდეგ გადაწურეთ, ბულგარულ   წიწაკას გამოაცალეთ თესლი და დაჭრით კუბებად.ყაბაყი და ბადრიჯანი შუშეთ ზეითუნის ზეთში 5 წთ. დაუმატეთ ბულგარული წიწაკა და ბროკოლი და შუშეთ კიდევ 5წთ.ბოლო შეურიეთ ბრინჯიანი მასა, მოაყარეთ პილპილი და მარილი.