Xatia Chichinadze

ორცხობილების მომზადება საკმაოდ ადვილია, სცადეთ მისი გამოცხობა ჩვენი რეცეპტით! 

 

შემადგენლობა:

  •  100 გრ დარბილებული კარაქი
  • 50 გ შაქარი
  • 150 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 170 გ მოხარშული შესქელებული რძე
  • 1 კვერცი
  • 50 გ დაჭრილი თხილი, არაქისი, ნუში ან ნიგოზი

მომზადება:

კარაქი, შესქელებული რძე და შაქარი კარგად ავთქვფიოთ, შევათქვფიოთ კვერცხი, შემდეგ დავუმატოთ სოდა და ფქვილი, ბოლოს კი რომელიმე სახის თხილეული. მიღებული ცომისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები, მსუბუქად გავაბრტყელოთ და დავალაგოთ ქაღალდაფენილ ტაფაზე. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 20 წუთი.