მარტივად მოსამზადებელი მარწყვის მაფინების რეცეპტი ჩვენგან!
შემადგენლობა:
- 1-1/2 ჭიქა ფქვილი
- 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
- 1 ს.კ გამაფხვიერებელი
- 1/4 ს.კ მარილი
- 3/4 ჭიქა ნებისმიერი ხილი ( მარწვი,ჟოლო ან მოცვი)
- ფორთოხლის წვენი და ცედრა
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ც კვერცხი
მომზადება:
ხილი დავაბლენდეროთ. ცალკე ჯამში მოვათავსოთ კარაქი, შაქარი, კვერცხი, ფორთოხლის წვენი და ცედრა
ავთქვიფოთ კარგად. შემდეგ დავამატოთ დაბლენდერებული ხილი, ფქვილი,მარილი და გამაფხვიერებელი.
კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ საცხობ ფორმებში, შევდოთ ღუმელში 350 გრადუსზე
25 წუთის განმავლობაში.
დაწერე კომენტარი პირველმა