Xatia Chichinadze

მოამზადეთ უგემრიელესი პიცა ჩვენი რეცეპტით! 

შემადგენლობა:

  •  2 ს.კ ტომატის პასტა
  • 3 ც პამიდორი
  • 150 გრ ქამა სოკო
  • 150-200 გრ ლორი ან ძეხვი
  • 200 გრ ყველი
  • პიცის ცომი

მომზადება:

სოკო დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ლორს ვჭრით კუბიკებად, პამიდორს-მრგვალ თხელ ნაჭრებად. ცომი

გავაბრტყელოთ მრგვლად, წავუსვათ ტომატის პასტა. ზემოდან დავადოთ პამიდორი, ლორი და ქამა სოკო,

მოვაყაროთ ყველი და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 20-25 წუთი.