მარტივად მოსამზადებელი ყავის ლიქიორის რეცეპტი ჩვენგან!
შემადგენლობა:
- 0.5 ლ სპირტი ( ან მაგაირ არაყი 4 ჩ.ჭ )
- 0.5 ლ მოხარშული ყავა
- 1 ლიტრი სიროფი
მომზადება:
ნახევარ ლიტრ წყალში გავხსნათ 5 ჩ.კ ( თუ ხსნადი ყავაა), ან 7 ჩ.კ დაფქული ყავა და მოვხარშოთ.
ცალკე მოვხარშოთ შაქრის სიროფი, რისთვისაც 1 ნაწილ წყალზე უნდა ავიღოთ 1,5 ნაწილი შაქარი, ვადუღოთ 15-20 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
სპირტს ჯერ დაემატება მოხარშული ყავა, შემდეგ სიროფი. სასურველია, დავამატოთ კიდევ 5-6 წვეთი რომის ესენცია და 50 გრ კონიაკი.
დაწერე კომენტარი პირველმა