10 წუთი. 15 წუთი.
განსხვავებული სალათის რეცეპტი ძროხის ხორცისგან!
შემადგენლობა:
- 300 გრ ძროხის ფილე
- 300 გრ სოკოს მარინადი
- 1 თავი ხახვი
- 1 ცალი ჭარხალი
- 150 გრ კიტრის მარინადე
- 1ს/კ წითელი ღვინო, ზეთი
- კამა, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 კონა სალათის ფოთლები
- 1 ჩ.კ მდოგვი
- 1ს.კ ლიმნის წვენი
- მარილი, პილპილი
მომზადება:
- ხორცი დავჭრათ თხელ ფენებად, დავუმატოთ მარილი და პილპილი, ღვინო და ზეთი. სწრაფად შევწვათ წინასწარ გაცხელებულ ტაფაში, გავაციოთ. ხახვი და სოკო დავჭრათ, შევწვათ. დავუმატოთ დაჭრილი კამა და კიტრი. ჭარხალი მოვხარშოთ. გავაციოთ და დავჭრად კუბებად. დიდი თეფშზე დავალაგოთ გარეცხილი სალათის ფოთლები, ფენებად დავაწყოთ ჭარხალი, ხორცი, კიტრი, სოკო და ხახვი. მოვამზადოთ სოუსი, რისთვისაც საჭიროა ერთმანეთში ავურიოთ ზეითუნის ზეთი. მდოგვი, ლიმნის წვენი. სოუსი მოვასხათ თეფშზე მიტანის წინ დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ.
დაწერე კომენტარი პირველმა