Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

უგემრიელესი სალათა ქათმით! 

შემადგენლობა:

  • 600 გრ ქათმის ხორცი
  • 60 გრ ზეთი
  •  1 თავი ხახვი
  • 1-2 ც სტაფილო
  • 300 გრ ბრინჯი
  • ნახევარი ლიტრი ბულიონი
  • მარილი,პილპილი,დაფქვილი მუსკატის კაკალი-გემოვნებით

მომზადება:

ქათამი მოვხარშოთ და ბულიონი გავწუროთ დოლბანდში. დავძენძოთ ქათმის ხორცი და მოვხრაოთ ცხიმში.

ქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ გარეცხილი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილ, მოვაყაროთ

მარილი,პილპილი, მუსკატის კაკალი, დავასხათ ბულიონი, თავდახურული დავდგათ ნელ ცეცხლზე და

დავტოვოთ ბრინჯის მოხარშვამდე.