10 წუთი. 15 წუთი.
გთავაზობთ ოლივიეს რეცეპტს!
შემადგენლობა:
- 2 ც ჭარხალი
- 2 ც სტაფილო
- 2 ც კარტოფილი
- 2 ც კიტრის მწნილი
- 3-4 ღერი მწვანე ხახვი
- 2-3 ღერი კამა
- 2-3 ღერი ოხრახუში
- 1 ს.კ მცენარეული ზეთი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი,ჭარხალი და სტაფილო გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. როცა ბოსტნეული მზად
იქნება, გადავუწუროთ წყალი, გავაციოთ, გავფცქვნათ და დავჭათ პატარა კუბიკებად. მწვანე ხახვი,კამა
დ ოხრახუში გავრეცხოთ, დავჭრათ წვრილად და მოვაყაროთ ბოსტნეულს. კიტრის მწნილი დავჭრათ პატარა
თხელ კუბიკებად, დავამატოთ სალათას,მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ მცენარეული ზეთი და კარგად ა
ამოვურიოთ.
დაწერე კომენტარი პირველმა