10 წუთი. 15 წუთი.
ძალიან გემრიელი ბრინჯის სალათა, რომლის მომზადება საკმაოდ ადვილია!
შემადგენლობა:
- 200 გ ბრინჯი
- 200 გ ქათმის ხორცი, მოხარშული ან შემწვარი
- ბროწეულის მარცვლები
- 0.5 ჭიქა მზესუმზირის მარცვლები
- 1 ს.კ ლიმნის წვენი
- 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 1 კონა კამა
- მარილი,პილპილი
მომზადება:
ბრინჯი მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე, ცივი წყალი გადავავლოთ და გავაგრილოთ. მზესუმზირის
მარცვლები მოვხალოთ, ქათმის ხორცი დავკეპოთ. ყველაფერი ერთმანეთს შევურიოთ, მოვაყაროთ ბროწეული,
მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და კამა, მოვასხათ ზეთი.
დაწერე კომენტარი პირველმა