Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მარტივად მოსამზადებელი სალათა,რომელიც ძალიან გემრიელი და სასარგებლოა! 

შემადგენლობა:

  • სალათის ფოთლები
  • 1 ვაშლი
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი
  • 200 გრ მოხარშული ენა
  • 1 ფორთოხალი
  • 125 გრ შავი ყურძენი
  • 150 გრ  არაჟანი
  • 150 გრ იოგურტი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

გაასუფთავეთ სალათა, შემდეგ დაჭერით ფოთლები ლენტებად. გაჭერით ვაშლი, მოცალეთ გული, კურკები

და თხლად დაჭერით. თხლად დაჭერით ხარის ენაც. გაფცქვენით ფორთოხალი, გარეცხეთ ყურძენი,

მარცვლები გაჭერით შუაზე,ისრ რომ არ შეჰყვეს. ინგრედიენტები მოათავსეთ სასალათე თასში.

საკაზმის მოსამზადებლად: აურიეთ ერთმანეთში იოგურტი, ლიმონის წვენი, მარილი,პილპილი. სალათის

ინგრედიენტებს დაასხით სოუსი და კარგად აურიეთ.