მაფინების მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია!
შემადგენლობა:
- 200 გრ ფქვილი
- 150 გრ შაქარი
- 2ს.კ კაკაო
- 2ჩ.კ გამაფხვიერებელი
- 150 მლ ცხელი წყალი
- 3ს.კ რაფინირებული ზეთი
- მწიკვი დარიჩინი
მომზადება:
ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. მაფინის ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდი და ცხიმი წაუსვით. ცალკე თასში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები, ცალკე კი აურიეთ ზეთი და ცხელი წყალი და ორივე მასა ერთმანეთში ნელ-ნელა შეურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. თუ ცომი სქელი იქნება, ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ, ხოლო თუ თხევადი-ცოტა ფქვილი შეაზილეთ. ცომი მოათავსეთ ფორმებში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოშრება.
დაწერე კომენტარი პირველმა