შემადგენლობა:
- 4 ც კარტოფილი
- 4 ც კვერცხი
- 1-2 ც სტაფილო
- 4 ც კიტრი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 1 კონა კამა
- 1 ქილა მაწონი ან კეფირი
- 300-350 გრ არაჟანი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
კარტოფლი და კვერცხი მოხარშეთ. პარალელურად, მწვანე ხახვი და კიტრი წვრილად დაჭერით და ქვაბში ჩაყარეთ. სტაფილო ჩახეხეთ და კამაც დაჭერით. კარტოფილი და კვერცხი რომ მოიხარშება, ცივი წყალი გადაავლეთ, გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით. შემდეგ ქვაბში ჩაჭრილ ბოსტნეულს მაწონი, არაჟანი და დახლოებით 600-700 მლ წყალი დაასხით. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, მარილი დაუამტეთ და ცოტა ხნით მაცივარში შეინახეთ.
დაწერე კომენტარი პირველმა