შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 4.5 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა ზეთი
- 1 ჭიქა წყალი
- ნახევარი ჩ.კ მარილი
- 1/4 ჩ.კ ლიმონის მჟავა
კრემისთვის:
- 170 გრ ნუში
- 490 გრ შაქარი
- 250 გრ მანის ბურღული
- 2 ც ლიმონი
- 3 წვეთი ნუშის ესენცია
- 2-3 ც ვანილი
მომზადება:
ფქვილს მოვასხათ ზეთი, წყალი, მოვაყაროთ ლიმონის მჟავა, მარილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. მიღებული
მასა შევდოთ მაცივარში ნახევარი საათი. გავყოთ ცომი 4 ნაწილად, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ღუმელში.
ნუშს დავასხათ მდუღარე, გავაჩეროთ ნახევარი საათი და მოვაშოროთ კანი, გავატაროთ ნუში ხორცსაკეპ
მანქანაში ან დავაბლენდეროთ. შაქარს დავასხათ 1.5 ლიტრი მდუღარე, ავადუღოთ, ჩავუმატოთ გატარებული
ნუში, ჩავაყაროთ ნელ-ნელა მანის ბურღული და ვადუღოთ 2- წთ. გავაციოთ კრემი,მოვაყაროთ ვანილი,
ჩავაწვეთოთ ნუშის ესენცია, ჩავაწუროთ 1.5 ლიმონის წვენი, ავთქვიფოთ მიქსერით
და გადავუსვათ ნაპოლეონის ფენებს.
დაწერე კომენტარი პირველმა