შემადგენლობა:
- 4 ც კარტოფილი
- 100 გრ ისპანახი
- 1 ც კვერცხი
- 50 გრ ყველი
- 4-5ღერი მწვანე ხახვი
- 4-5ღერი ოხრახუში
- საფანელი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, მოვხარშოთ კანიანად. როცა მზად იქნება,გავაციოთ. გავფცქვნათ და გავხეხოთ
სახეხზე. ისპანახი გავრეცხოთ, მოვხარშოთ.როცა მზად იქნება, გავწუროთ,დავჭრათწვრილად და შევურიოთ
კარტოფილს. გავხეხოთ ყველი, შევათქვიფოთ კვერცხი,დავჭრათ წვრილად მწვანე ხახვი, ოხრახუში, მოვაყაროთ
მარილი და შევურიოთ კარტოფილის ნაზავს. მიღებულ მასას მივცეთ კატლეტების ფორმა, ამოვავლოთ
საფანელში და შევწვათ ზეთში.
დაწერე კომენტარი პირველმა