10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 10 ც კვერცხი
- 80 გრ კარაქი
- 6 ძირი ტარხუნა ან პიტნა
- 1 ქილა მაიონეზი ან არაჟანი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
მოვხარშოთ კვერცხები, გადავავლოთ ცივი წყალი, გავფცქვნათ,გავჭრათ სიგრძეზე და ამოვაცალოთ გულები.
გულებში ავურიოთ კარაქი,მარილი,წვრილად დაჭრილი ტარხუნა ან პიტნა,კარგად ავზილოთ და აღნუშნული
მასით ამოვავსოთ ცილების შუაგული. ლამაზად დავაწყოთ თეფშზე და მოვასხათ არაჟანი ან მაიონეზი.