10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1 კგ ისპანახი
- 2/3 ჩ.ჭ ნიგოზი
- 2 ს.კ ძმარი
- თითო კონა მწვანილი
- მარილი და წიწაკა-გემოვნებით
- ბროწეულის მარცვლები
მომზადება:
ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და ჩავყაროთ ცივ წყალში. გავაჩეროთ 1 საათს. შემდეგ მოვათავსოთ
ქვაბში, დავასხათ მდუღარე წყალი და ვხარშოთ 10-15 წუთს. წყალი გავწუროთ, ისპანახი გავაგრილოთ,
გავწუროთ და დავჭრათ.
ცალკე მოვამზადოთ საკმაზი : დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, დავამატოთ ძმარი და წვრილად
დაჭრილი ოხრახუში. ეს საკმაზი შევურიოთ ისპანახს. ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.