Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  1 კგ წითელი ჭარხლის ფოთოლი
  • 100 გრ ნიგოზი
  •  თითო ჩ.კ ხმელი სუნელები
  • თითო კონა მწვნაილი
  • წიწაკა, ძმარი,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გარჩეული და გარეცხილი წითელი ჭარხლის ფოთლები ჩავყაროთ მდუღარე წყალში, ისე, რომ ოდნავ

იფარებოდეს და მოვხარშოთ. როდესაც მოიხარშება, გავაგრილოთ და გავწუროთ. გავატაროთ ხორცსაკეპ

მანქანაში ან დავკეპოთ. დანაყილ ნიგოზს  შევურიოთ წმინდად დაჭრილი მწვანილი ( ქინძი და კამა),მარილი,

წიწაკა და გავხსნათ ძმარში. ეს საკმაზი შევურიოთ დაკეპილი ჭარხლის ფოთოლს და კარგად ავზილოთ.

ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და ხახვი.