Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 3 ც ჭარხალი
  • 2 ს.კ ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი
  • სეზამის მარცვლები,მარილი, პილპილი,მწვანილი

მომზადება:

უმი ჭარხალი გავთალოთ და გავხეხოთ. დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მოვასხათ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კარგად ამოვურიოთ. ბოლოს მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და სასურველი მწვანილი: ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი ან კამა.