Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

ეს სალათა შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც მაიონეზით, ასევე ზეთითა და ლიმონის წვენით. 

შემადგენლობა:

  •  2 ც ჭარხალი
  • 1ც ვაშლი
  • 1 კონა კამა
  • 3 ს.კ ბროწეულის მარცვალი
  • 4 ს.კ მაიონეზი
  • 1 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ჭარხალი მოხარშეთ, გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაუმატეთ წვრილად  დაჭრილი  მწვანილი, ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, სანელებლები, ბროწეულის მარცვლები, გახეხილი ვაშლი და მაიონეზი.