Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  300 გრ წიწაკა
  • 2 ც ვაშლი
  • 2 ს.კ ზეთი
  • 1 ს.კ ტომატი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 თავი ნიორი
  • მარილი,შაქარი-გემოვნებით
  • 2 ძირი ქინძი

მომზადება:

ტკბილი წიწაკა გავჭრათ შუაზე, ამოვაჭრათ გულები და დავჭრათ სიგრძეზე. კანგაცლილი ვაშლი გავხეხოთ

მსხვილ სახეხზე და მოვაყაროთ წიწაკას. სალათას მოვასხათ სოუსი, რომელიც ასე მზადდება: ხახვი

დავკეპოთ ძალიან წვრილად, მოვხრაკოთ ზეთში, დავასხათ ტომატი ცეცხლზე 2-3 წუთი. მოვაყაროთ წვრილად

დაჭრილი მწვანილი, მარილი და შაქარი. მიღებული სოუსი მოვასხათ სალათას და გავაციოთ.