Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზობთ განსხვავებულ სალათს, მოამზადეთ იგი ჩვენი რეცეპტით!

შემადგენლობა:

  •  350 გ გახეხილი ან დაჭრილი ყველი
  • 12 ც შუაზე გაჭრილი პატარა პომიდორი
  • 1/3 ჭიქა არომატული ძმარი
  • 2ს.კ წვრილად დაჭრილი რეჰანი
  • 3 ჭიქა სალათის დაჭრილი ფოთლები

მომზადება:

ყველი დაჭერით ნაჭრებად, 3 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან მოზრდილ ტაფაზე შეწვით, ვიდრე ოქროსფერი მიიღებს. დაჭრილი პომიდვრები საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ, მოასხით არომატული ძმარი, დაამატეთ სალათის ფოთლები და კარგად ამოურიეთ. სალათის ნახევარი გადაანაწილეთ ოთხ თეფშზე, დააყარეთ გახეხილი ( ან  დაჭრილი ) ყველი, ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი სალათის ფოთლები. მიირთვით მომზადებისთანავე.