Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მასალა:

  • 400 გრ სტაფილო
  • 1 პატარა ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 პატარა კონა ქინძი
  • 2 ს. კ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • მარილი
  • პილპილი
  • ზეითუნის ზეთი შესაწვავად

<

/ul>
მომზადება:

გახეხეთ სტაფილო მსხვილ სახეხზე. ხახვი, ნიორი და ქინძი დაჭერით წვრილად. შეურიეთ სტაფილოს. მოაყარეთ მარილი პილილი. მოაყარეთ ფქვილი, კარგად აურიეთ და ბოლოს ცალკე ჯამში ათქვეფილი კვერცხი.  გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და დააწყვეთ სტაფილოს მასა 1 ს. კ ოდენობის, გადაასწორეთ კოვზითვე და მიეცით მრგვალი ფორმა. შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე. შეაშრეთ სამზარეულოს ქაღალდზე. მიირთვით მაწონთან ერთად ან გარნირად.