Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მოამზადეთ კალმარი ჩვენი რეცეპტით!

შემადგენლობა:

  • 4 თავი ხახვი
  • 1ს.კ ხორბლის ფქვილი
  • 800-900 გ კალმარის ფილე
  • 2 კვერცხი
  • 3-4 ს.კ ხორბლის ფქვილი
  • პილპილი
  • ზეთი
  • მარილი

მომზადება: 

  1. ხახვი დაჭერით რგოლებად, ამოავლეთ გაცრილ ფქვილში, ჩაყარეთ მდუღარეზეთში და დაბრაწეთ შეყვითლებამდე.გადაიტანეთ საწურზე. მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და ფრთხილად აურიეთ.
  2. კალმარი მოხარშეთ, დაჭერით გრძლად, მოაყარეთ პილპილი, ამოავლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში , შემდეგ ფქვილში და შეწვით მდუღარე ზეთში. თან ურიეთ.
  3. კალმარი მოათავსეთ ლანგარზე,მოაყარეთ დაბრაწული ხახვი და მიირთვით შემწვარ კარტოფილთან ერთად.