Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  300 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 2 ც პამიდორი
  • 1 ც კიტრი
  •  2 ც ვაშლი
  • 100 გრ ყურძენი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 5 ღერი ოხრახუში
  • მარილი და პილპილი

მომზადება:

მარილიან წყალში მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო და დავანაწევროთ. კიტრი, პამიდორი,

ვაშლი გავცქვნათ, დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ კომბოსტოს, მოვასხათ არაჟანი, მოვაყაროთ

ყურძნის მარცვლები, მარილი,პილპილი და ამოვურიოთ. გავაფორმოთ ოხრახუშით.