Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მარტივად მოსამზადებელი გემრიელი სალათის რეცეპტი!

შემადგენლობა:

  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 50 გრ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 50 გრ მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 300 გრ მაიონეზი
  • 10 გრ კამა
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

ქათმის ხორცი მოხარშეთ ისე, რომ რბილობი ძვალს თავისით მოშორდეს და მისი ხელით

დაჩეჩვა გაგიადვილდეთ. გარეცხეთ ბულგარული წიწაკები, გამოაცლეთ თესლები და დაჭერით

წვრილად. დაჩეცილ ქათმის ხორცს შეურეით მაიონეზი, დაჭრილი ბუგლარული წიწაკა,წვრილად

დაჭრილი კამა, პილპილი და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.