Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 500 გრ ქამა სოკო
  • 100 გრ ბრინჯი
  • 3 ც კიტრი
  •  7 ც კვერცხი
  • 2 კონა კამა
  • 2 ც ხახვი
  • 250 გრ მაიონეზი
  • შავი პილპილი და მარილი გემოვენებით

მომზადება:

ქათამს მოვხარშვთ და წვრილად  დავძენძავთ. კვერცხები და ბრინჯიც ცალ-ცალკე მოხარშული გვექნება. სოკოს საწურზე გადავწურავთ და წამოვადუღებთ. ამის მერე სოკოს ხახვთან ერთად ტაფაზე დავყრით და მოვთუშავთ. როცა გაცივდება, ხახვსად ა სოკოს სასალათე ჭურჭელში გადმოვიღებთ. ბრინჯს, დაჭრილ კვერცხსადა ქათმის ხორცს დავამატებთ. კიტრსაც წვრილად დავჭრით და ჩავყრით ( კიტრის ნაცვლად ანანასის კომპოტის გამოყენებაც შეგიძლიათ). კამასაც წვრილად დავჭრით და პილპილთან და მარილთან ერტდ მოვაყრით . მაიონეზს გადავურევთ და სალათი მზად არის