Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

 ქათმის სალათის და თაფლის კომბინაცია ძალიან გემრიელია! 

შემადგენლობა:

  • 60 მლ ღია ფერის თაფლი
  • 2 ს.კ მდოგვი
  • მარილი და შავი პილპილი
  • 4 ნაჭერი წიწილის თეთრი ხორცი
  • 200 გრ სხვასხვა სალათის ფოთოლი
  • 20 პამიდორი ჩერი
  •  90 მლ ზეთი
  • 2 ს.კ ძმარი
  • მარილი და შავი პილპილი

მომზადება:

სალათა: თაფლი და მდოგვი მომცრო ჯამში მექანიკური  სათქვეფით ათქვიფეთ, შეაზავეთ მარილით,

შავი პილპილით. კულინარიული ფუნჯით ყველა მხრიდან გადაუსვით წიწილის ხორცს.

კარგად დაბრაწეთ.  შემწვარი წიწილა 5 წუთი გააგრილეთ და დაჭერით.

სალათის მწვანე ფოთლები და შუაზე გაჭრილი პამიდვრები ჯამში გადაიტანეთ, მსუბუქად შეანჯღრიეთ.

სალათა თეშებზე გაანაწილეთ. თითოეულ ულუფას წიწილის მეოთხედი ნაწილი დაადეთ.

სოუსი : ზეითუნის ზეთი და ძმარი მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ. შეაზავეთ

მარილითა და პილპილით. მოასხით სალათას.