10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 200 გრ შამპინიონი
- 2-3 ც კარტოფილი
- 1 თავი ხახვი
- 100 გრ კომბოსტოს მწნილი
- 3-4 ს.კ ზეთი
- ოხრახუში, ღვინის ძმარი, შაქარი, მარილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ,დავჭრათ პატარა ნაჭღებად, დავამატოთ ჩალისებურად დაჭრილი კომბოსტო, წვრილად დაჭრილი ხახვი და შემწვარი სოკო. შევკმაზოთ ზეთით ძმრით, შაქრით და კარგად გადავურიოთ. გადავიტანოთ თეფშზე. მოვრთოთ ოხრახუშით.
დაწერე კომენტარი პირველმა