Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • კომბოსტო 300გრ.
  • დამარინადებული სოკო 250გრ.
  • კარტოფილი  4ც.
  • ხახვი  50გრ.
  • მწვანე ხახვი 50გრ.
  • პიკელებული კიტრი  2ც.
  • მცენარეული ზეთი 60მლ.
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

კარტოფილი გავასუფთავოდ და მოვხარშოთ მარილიან წყალში და დავჭრათ კუბიკებად. სოკოს გადავავლოთ ცივი წყალი (მარინადი გადავასხათ). კომბოსტო დავჭრათ და მოვწალოთ წყალში, წყალი გადავასხათ და კომბოსტო გავწუროთ ხელით. მოწალულ კომბოსტოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე და ჩვეულებრივი ხახვი, კუბიკებად დაჭრილი პიკელებული კიტრი , კარტოფილი, სოკო, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასახათ ზეთი და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ მწვანილით